აქტივობის გეგმა
აქტივობის მთავარი თემა
|
„იდუმალი ყუთი“.“დათვი,მელა და მგელი“(ქართული ხალხური
ზღაპარი)
|
აქტივობის მიზნები:
|
შეძლებს ზეპირმეტყველებას,ლოგიკურ აზროვნებას,შემოქმედებით,არგუმენტირებულ
მსჯელობას,გაგებას,ანალიზს,ამა თუ იმ ნივთის ფუნქციური დანიშნულების ახსნას. გაიაზრებს ზღაპრის,როგორც ლიტერატურული
ჟანრის,სპეციფიკას.
|
წინასწარი ცოდნა
|
შეუძლიათ ნივთების ამოცნობა და დახასიათება.
|
აქტივობის მსვლელობა
|
საწყის ეტაპზე
ვარჩევ ლამაზად შეფუთულ ყუთს და მასში ვათავსებ ნივთებს ისე,რომ მოსწავლეებმა
არ იციან,რა ნივთები აწყვია ყუთში.მოსწავლეები რიგრიგობით გამოდიან,ყუთიდან იღებენ
რომელიმე ნივთს და ახასიათებენ მას(5 კითხვა) მეთოდი
შეიძლება სხვადასხვა ვარიაციით შევთავაზო მოსწავლეებს.შეიძლება გამოვიდეს მოსწ.წარუდგინოს
კლასს შერჩეული ნივთი და შემდეგ დაახასიათოს იგი.შეიძლება პროცესს გამოცანის სახე
მივცე:კლასმა არ იცოდეს,რა ნივთი შეარჩია ამა თუ იმ მოსწავლემ და მხოლოდ დახასიათების
შემდეგ ამოიცნოს იგი.
|
შეფასების საგანი (კრიტერიუმები)
|
შეძლეს:
·
ლოგიკური
აზროვნება
·
არგუმენტირებული მსჯელობა
·
ანალიზი,გაგება
·
შემოქმედებითობა
·
ამა თუ იმ ნივთის ფუნქციური
დანიშნულების ახსნა
·
ტექსტის კონსტრუირება
|
საჭირო რესურსები
|
ყუთი, სხვადასხვა ნივთები,ტექსტი.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий