სამოდელო გაკვეთილები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა

სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ირმა ბეგიაშვილი N35001089694
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-7 კლასი; საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა: 13. ( სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა: ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“
გაკვეთილის ჩატარების ტიპი: ინტეგრირებული ქართული-ისტორია.
გაკვეთილის მიზანი:
ქართული ენა: მოსწავლეები წაიკითხავენ, გაიგებენ და გაიაზრებენ ტექსტის დასკვნით ნაწილს, შეძლებენ ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზებას და სათანადო დასკვნების გამოტანას, პირადი დამოკიდებულების გამოხატვას და ახსნა-დასაბუთებას, ტექსტში დასმული პრობლემების გაანალიზებას.
ისტორია: მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით დასაბუთებას, ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრებას, ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვას-შეფასებას-გადაფასებას. კონკრეტული მაგალითების მოშველიებით ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობას.


                                                                 გაკვეთილის მსვლელობა
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზება
სასწავლო რესურსი
დრო
1.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების სქემას.

ფორუმი
ფლიფჩარტი
შეფასების სქემით.
2 წთ.
2.
მასწავლებელი აჩვენებს სლაიდს მიუსაფარი ბავშვების ყოფის შესახებ და  შემდეგ უსვამს კითხვებს:
 ა)რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ბ)რა გსმენიათ აფხაზეთის ომის შესახებ?
გ)რა იცით ქართველი და აფხაზი ხალხის ტრაგედიის შესახებ?
დ)როდის ხდება ტექსტში აღწერილი მოქმედება?
 ე)როგორ არის აღწერილი ტექსტში მიუსაფარი ბავშვების ყოფა?
გონებრივი იერიში
ფორუმი
კომპიუტერი,
პროექტორი,
სლაიდი;
სახელმძღვანელო
7წთ.

ვ)შესწავლილი ეპიზოდების მიხედვით, რა შეგიძლიათ თქვათ მთავარი პერსონაჟის შესახებ? მისი რა თვისება გეჩვენებათ მიუღებლად?მისაღებად?




3.
 მოსწავლეები ეპიზოდებად   კითხულობენ დასკვნით ნაწილს,ხოლო მასწავლებელი  მათი დახმარებით განმარტავს უცხო სიტყვებს, რომლებიც ხვდებათ ტექსტის კითხვის დროს: ტრიფოლიატი, მუნდშტუკი, ბოგირი, არმავირი, გიენა, კოინდარი,მაფრაშები.
„სიტყვების სალარო“
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
პაუზებით კითხვა
ინდივიდუალური,
ფორუმი
ფლიფჩარტი,
მარკერი,
სახელმძღვანელო
7წთ.
4.
 მოსწავლეები წყვილებში ავსებენ „ვენის დიაგრამას“ რა მსგავსება-განსხვავებაა ფილმსა და ტექსტს შორის. (ფილმი „გაღმა ნაპირი“ ნანახი აქვთ ნაწილ-ნაწილ შესაბამის ტექსტთან ერთად)  
აკეთებენ პრეზენტაციას.
ვენის დიაგრამის შევსება.
პრეზენტაცია.
წყვილებში მუშაობა.
სახელმღვანელო,
აქტივობის ბარათი.
8წთ.
5.
მასწავლებელი აჩვენებს ფილმის „გაღმა ნაპირი“-ს დასკვნით ნაწილს: https://youtu.be/9o-HOo_4uy8
შემდეგ სვამს გაგებაზე ორიენტირებულ კითხვებს:
ა)რა არის ამ მოთხრობის თემა?იდეა?გაავლეთ პარალელები.ბ)რამდენად შესაძლებელია ომამდელი ურთიერთობის აღდგენა ქართველ და აფხაზ ხალხს შორის?გ)რა განწყობა აღძრა ამ ტექსტის წაკითხვამ? რატომ შეარჩია მან ეს სათაური „მოგზაურობა აფრიკაში“?რას ურჩევდით მთავარ გმირს?


მინი დისკუსია.
ანალიზი- შეჯამება.
ფორუმი
ინდივიდუალური
კომპიუტერი,
პროექტორი,
My Movie
ფილმი „გაღმა ნაპირი“
16 წთ.
6.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს,აფასებს მოსწავლეებს და აძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს.
კითხვა-პასუხი
ფორუმი,
ინდივიდუალური
შეფასების სქემა
5 წთ.

საშინაო დავალება: თავისუფალი თემა „როგორ დავეხმარებოდი მიუსაფარ ბავშვებს“.






გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: ე ს გ
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ქართ.საბ.2. ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
ქართ.საბ.4.  ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით.
ქართ.საბ.6.ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ტექსტების შედარება და მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე.
ქართ.საბ.7. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება,ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა დაახსნა-დასაბუთება.

ისტ.საბ.1. საკუთარი მოსაზრების/პოზიციის წყაროს/მტკიცებულების საფუძველზე დასაბუთება; იმის გაცნობიერება, რომ ახალი წყაროების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის ახლებურად გააზრება/გადაფასება;
ისტ.საბ.6. ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება: ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების ახსნა, განსხვავებული ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება.
ისტ.საბ.8. ისტორიული მოვლენების და პროცესების დანახვა/შეფასება კონკრეტულ  ეპოქაში  მცხოვრები ადამიანების თვალით;
ისტ.საბ.9. კონკრეტული მაგალითების მოშველიებით ისტორიული მოვლენებისა და პროცესების  მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა.



                                                        


                                                          



                                                                  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი(5)
საშუალო(6-8)
მაღალი(9-10)
შენიშვნა
ჩართულობა, აქტიურობა.




მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის გამოყენებით.




პასუხობს დასმულ კითხვებს, ავლენს შესწავლილი საკითხების ცოდნას.




თანამშრომლობა, სხვისი აზრის პატივისცემა.









                                           სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:   ირმა ბეგიაშვილი;   პირადი N 35001089694
საგანი:  ქართული,როგორც მეორე ენა
სწავლების საფეხური/კლასი:  მე-10;  საშუალო.
მოსწავლეთა რაოდენობა:  24 (სსსმ არ მყავს).
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:  პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა:  მოთხრობა „მაბეზღარა“
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები წაიკითხავენ,გაიგებენ და გაიაზრებენ ტექსტს. ისწავლიან თემასთან დაკავშირებულ ტერმინებს,ფრაზებს და გამოიყენებენ კონტექსტში. იმსჯელებენ არგუმენტებით.მარტივი წინადადებებით ისაუბრებენ პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების სესახებ.


                                    გაკვეთილის მსვლელობა
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის ორგანიზება
სასწავლო რესურსი
დრო
1.
მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების სქემას.

ფორუმი
ფლიფჩარტი სეფასების სქემით.
7
წთ.

მასწავლებელი აკრავს ასოციაციურ რუკას „ბულინგზე“ და სთხოვს მოსწავლეებს ისაუბრონ: რა არის ბულინგი? ბულინგის რა სახეები იციან? როგორ დავძლიოთ ბულინგი? და მოსწავლეთა პასუხებით ავსებს რუკას.
შემდეგ აჩვენებს სლაიდს. https://youtu.be/H4iZXbpPsxk
გონებრივი იერიში.

მთელი კლასი
ასოციაციური რუკა ხელს უწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას.
მარკერი.
კომპიუტერი.
სლაიდი-ცოდნის გაღრმავებას.

2
მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიფჩარტზე ჩამოწერილ საკვანძო სიტყვებს,რომლებიც სავარაუდოდ არ ეცოდინებათ მოსწავლეებს და განმარტავენ ერთობლივად. (ბულინგი, ჩაგვრა,მოძალადე,მსხვერპლი,მუქარა,დაბრალება,დისლექსია,ანორექსია)
სიტყვის მნიშვნელობის დადგენა.
ფორუმი
ფლიფჩარტი,მარკერი.
3
წთ.
3
მასწავლებელი პაუზებით კითხულობს ტექსტს, სთხოვს ვარაუდების გამოთქმას და ტექსტთან შედარებას.
პაუზებით კითხვა.
ვარაუდების გამოთქმა.
მთელი კლასი
ინდივიდუალური
ტექსტი
5
წთ.
4
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და მონიშნავენ ძირითადს.
შემდეგ მასწავლებელი სვამს გაგებაზე ორიენტირებულ კითხვებს:რა პრობლემა ჰქონდა ნინის? რას ფიქრობთ ეთერსა და მის მეგობრებზე?მართლა საღებავის დაღვრით არის გამოწვეული ეთერის ასეთი დამოკიდებულება? როგორ მოიქცეოდით ნინის ადგილზე?
მონიშვნებით კითხვა,
კითხვა-პასუხი.
ინდივიდუალური.
მთელი კლასი.
ტექსტი ხელს უწყობს საჭირო და მთავარ ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილებას.
5
წთ.
5
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში:
1-ლი ჯგ.
ტექსტიდან ამოიწერეთ მოძალადე პერსონაჟები და დაახასიათეთ.
მე-2 ჯგ.
ტექსტიდან ამოიწერეთ მსხვერპლი პერსონაჟი და დაახასიათეთ.
მე-3 ჯგ.
როგორ მოიქცეოდით ნინის ადგილას? მიეცით რჩევა.
შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
შინაარსის რელიზება
პრეზენტაცია.
ჯგუფური




აქტივობის ბარათები
8
წთ.
6
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს და სთხოვს დაასახელონ,რა სახის ძალადობაა გადმოცემული და იმსჯელონ მის შესახებ,გაანალიზონ სიტუაცია და გამოკვეთონ პრობლემის გადაჭრის გზები. ისაუბრონ რის მიხედვით არჩევენ ბავშვები სამიზნეს დასამცირებლად? რატომ ამცირებენ ერთმანეთს?....
https://www.youtube.com/watch?v=V07Mm7XZroA

მინი დისკუსია.
ანალიზი.
ფორუმი
ვიდეო.
კომპიუტერი.
15
წთ.
7
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს,აფასებს მოსწავლეებს და აძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს
შეჯამება.
განმსაზღვრელ-განმავითარებელი შეფასება
ინდივიდუალური.
ჯგუფური.
შეფასების სქემა
2
წთ.

საშინაო დავალება: 1)ჯგუფებში კედლის გაზეთის გამოშვება თემაზე „ბულინგი“.
2)გაიხსენონ და დაწერონ ბულინგის ერთი შემთხვევა.(დავალებას ირჩევენ სურვილისამებრ)

ნასწავლის განმტკიცება
ჯგუფური
ინდივიდუალური
ფლიფჩარტი,მარკერი.
რვეული,კალამი.
ფლიფჩარტიმარკერები
ინტერნეტი.





გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:  ე  ს  გ
                                          მოსმენა
ქ.მ.X.1. მოსწავლეს შეუძლია კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის აუდიო/ვიდეოჩანაწერის მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:•       
·         ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს);
·         ამოიცნობს მონაწილეთა განწყობილებებსა და ემოციებს;
                                          
                                               კითხვა
.მ.X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტის (ისტორიული თხზულება, მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, ლექსი და სხვა) გაგება.
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას/პოზიციას ტექსტში ასახულ კონფლიქტთან/პრობლემასთან/მოვლენასთან დაკავშირებით და მსჯელობას ასაბუთებს ლიტერატურულ, ისტორიულ თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
·         განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას/პრობლემატიკას (რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი);
                                  
                                    ლაპარაკი
ქ.მ. X.16.  მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიებში იმ კონკრეტული პრობლემის გარშემო, რომელსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.•          
·         გამოყოფს პრობლემას და ამ პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას/დამოკიდებულებას;
..X.17.  მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ისაუბროს მისთვის საინტერესო თემებზე.
·         საკუთარ პოზიციას ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით (მაგ., მოჰყავს ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი ან სხვისი  გამოცდილებიდან; ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს, ინტერვიუს და სხვა);















                                  შეფასების სქემა

შეფასების კრიტერიუმები
 დაბალი
    5-6
  საშუალო
     7-8
   კარგი
      9-10
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულ ტექსტში ძირითადი ინფორმაციის გაგება,გააზრება და საჭირო ინფორმაციის მოძიება.



მოსწავლე იგებს ტერმინების მნიშვნელობას და იყენებს კონტექსტში.



მოსწავლეს შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება, მარტივი წინადადებებით საუბარი მის შესახებ და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
მსჯელობა არგუმენტებით.



მოსწავლეები ჩართულები არიან ჯგუფურ მუშაობაში და ურთიერთთანამშრომლობენ.







                                                                  ხელმოწერა:
                                                                  თარიღი:







                                  დავალება  1-ლი  ჯგუფისათვის

ამოიწერეთ ტექსტიდან მოძალადე პერსონაჟები და დაახასიათეთ:









                                    დავალება  მე-2  ჯგუფისათვის

ამოიწერეთ ტექსტიდან მსხვერპლი პერსონაჟი და დაახასიათეთ:







                                           დავალება  მე-3  ჯგუფისათვის


 დაწერეთ თქვენ როგორ მოიქცეოდით ნინის ადგილას? მიეცით რჩევა-დარიგება.



სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.
სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპი-პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩავატარე 2019 წლის 21 მაისს. თემა: „მაბეზღარა“.
ქართული ენის გაკვეთილი დაიგეგმა იმ პრობლემებისა და გამოწვევის საფუძველზე, რომლებიც არსებობს დღევანდელ სკოლებში. კერძოდ, მოსწავლეებმა არ იციან ბულინგის არსი,მისი გამოწვევის მიზეზები და პრევენციის გზები.ვერ საუბრობენ,მსჯელობენ პრობლემის შესახებ.
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს წაეკითხათ ტექსტი,გაეგოთ და გაეაზრებინათ, ასევე ამოეცნოთ მწერლის მთავარი სათქმელი.ამასთანავე მოსწავლეებს შეესწავლათ თემასთან დაკავშირებული ტერმინები, ფრაზები და გამოეყენებინათ კონტექსტში. ემსჯელათ არგუმენტებით, მარტივი წინადადებებით ესაუბრათ პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მიაღწიეს დასახულ მიზნებს და გავიდნენ შედეგზე.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება,არგუმენტირებული მსჯელობა; ჩასწვდნენ მწერლის მთავარ სათქმელს.
განსაკუთრებული გავლენა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე იქონია ასოციაციურმა რუკამ და სლაიდმა ბულინგზე,რითაც თავი მოუყარეს წინარე ცოდნას თემის გარშემო და შეძლეს გარკვეულიყვნენ ბულინგის სახეებში.ასევე წარმატებული იყო ბულინგის ამსახველი  ვიდეორგოლის შესახებ განხორციელებული აქტივობა,რომლის საშუალებითაც მათ შეძლეს არგუმენტირებული მსჯელობა და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს.
პროდუქტულ ინტერაქციას ხელი შეუწყო ჩემ მიერ ტექსტის გაგებაზე ორიენტირებული კითხვების დასმამ და ჯგუფებში აქტიურმა ურთიერთთანამშრომლობამ.
მოსწავლეთა ნამუშევრების ანალიზმა მიჩვენა,რომ მათ გაიგეს ტექსტი და სწორად გაიაზრეს,შეძლეს ტექსტიდან ფაქტების დასახელება,პრობლემის აღმოფხვრისა და გადაჭრის გზების ძიება. ასევე მოსწავლეები თავისუფლად ფლობდნენ გრაფიკულ ორგანიზატორებთან მუშაობის ტექნიკას.
მიმაჩნია,რომ საუკეთესოდ გამომივიდა გაკვეთილის 1-ლი ფაზა.გონებრივი იერიშისა და სლაიდის საშუალებით მოსწავლეებმა შეძლეს წინარე ცოდნის გააქტიურება,იდეების გენერირება და დახარისხება,რომლის საშუალებითაც განუვითარდათ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება.ასევე პაუზებით კითხვამ და მოსწავლეთა მიერ ვარაუდების გამოთქმამ გაკვეთილი კიდევ უფრო შინაარსიანი და პროდუქტული გახადა.
ასევე წარმატებული იყო ბულინგის ამსახველი ვიდეორგოლის შესახებ განხორციელებული აქტივობა-დისკუსია.მოსწავლეებმა შეძლეს ამ ვიდეოში დასმული ფსიქოლოგიური ძალადობის იდენტიფიცირება და მსჯელობა მის გარშემო,რომელიც კარგი მოტივატორია მათი ინფორმირებისათვის.დისკუსიის დროს კი იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და უვითარდებათ თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარები.
მოსწავლეების ჩართვისა და ცოდნის კონსტრუირების ეფექტურ სტრატეგიად მიმაჩნია ჰომოგენურ ჯგუფებში მუშაობა,მათი მზაობის დონის შესაბამისი დავალებების მიცემა.რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე ყველაზე ეფექტური იყო მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის გაკეთება, რითაც გამოავლინეს თემის ცოდნა და ეფექტურად დაუკავშირეს ტექსტის მთავარ სათქმელს. ასევე ჩემ მიერ მიცემული საშინაო დავალების საშუალებით მოსწავლეები უფრო ღრმად ჩასწვდებიან თემასთან დაკავშირებულ საკითხს და განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით,მსვლელობისას არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
ამ გაკვეთილის მეორედ ჩატარების შემთხვევაში,უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებდი მოსწავლეთა  ჩართულობაზე,მათი მუშაობის ტემპზე და დროის მენეჯმენტზე.ასევე დავგეგმავ ისეთ აქტივობებს,რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
შეჯამების სახით გაკვეთილი იყო ინტერაქტიული, აქტივობები მიზანთან შესაბამისი, რამაც განაპირობა შედეგზე გასვლა.

                                                                                   ირმა ბეგიაშვილი

1 комментарий:

სახელი:   ირმა გვარი:   ბეგიაშვილი პროფესია:   პედაგოგი განათლება:   უმაღლესი დავამთავრე:   ქ.თბილისის   ს.ს.ორბელიანის სახელ...