გაკვეთილის გეგმები


ექსკურსიის გეგმა

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა - ლ.ასათიანის ლექსი „არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა“
მოსწავლეთა ასაკი
9-10
სასწავლო მიზანი
მოსწავლეებმა ისწავლონ სამუზეუმო ექსპონატების ისტორიულ-კულტურული კონტექსტის დანახვა და მათი შეფასება,განუვითარდეთ ესთეტიკური ტკბობის,თანაგანცდის უნარი, ჩამოუყალიბდეთ ღირებულებითი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმათ.
გაეცნონ ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას, დაათვალიერონ მისი საგამოფენო დარბაზი,გაუფართოვდეთ თვალსაწიერი, გაუჩნდეთ საკუთარი დამოკიდებულება და შეფასების უნარი.
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
ექსკურსია მირზაანში ნ.ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში. მოსწ.ჩართულები არიან ვიზიტის დაგეგმვაში და სხვა საორგანიზაციო სამუშაოებში,რომელიც ზრდის მათ მოტივაციას და თვითრწმენას.
.მუზეუმში მისვლამდე ბავშვებს აქვთ წარმოდგენა იმაზე,თუ რას ნახავენ და რა სახის სამუშაოები ელით.ამ ექსკურსიას ექნება შემეცნებითი მნიშვნელობა,გაიღრმავონ მათ ცოდნა არა მარტო ლიტერატურაში,არამედ ხელოვნებაშიც.
მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებისთვის.
 წინასწარ შეხვედრა მშობლებთან,ექსკურსიის გეგმისა და ზუსტი დროის გაცნობა, საუბარი ბავშვების კვებით უზრუნველყოფაზე.
ნებართვის აღება დირექციისაგან, ტრანსპორტის მოძიება და დოკუმენტაციის მოწესრიგება.
მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებისათვის
 მუზეუმში მოქცევის წესების დაუფლება და კულტურულ მემკვიდრეობასთან ურთიერთობის სწავლება.მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის გეგმის და მიზნის შესახებ, გააკეთონ ჩანაწერები,ყურადღება მიაქციონ ფიროსმანის ფერწერულ ტილოებს და ა.შ.წინასწარ მოიძიონ მწირი ინფორმაცია ნ,ფიროსმანის შესახებ.
რესურსები ექსკურსიისათვის
ტრანსპორტი,საკვები. ექსკურსიის გეგმა,სამუშაო ფურცლები,კალამი,ფერადი ფანქრები,ფოტოაპარატი,ბლოკნოტი.
აქტივობები ექსკურსიის დროს
1.მინი ლექცია ნ.ფიროსმანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ, ჩანაწერების და შემდეგ ბუკლეტების გაკეთება.
2.დახატავენ ნ.ფიროსმანის ექსპოზიციის ასლებს და შემდეგ სკოლაში მოაწყობენ გამოფენას.
3.ჯგუფური მუშაობა:
1-ლი ჯგ. შექმნიან სლაიდს ნ.ფიროსმანის შესახებ.პრეზენტაციის გაკეთება.
მე-2 ჯგ.     ბარათის შევსება:“ რამ დამაინტერესა მეტად“ და „ჩემი შთაბეჭდილებები“


Комментариев нет:

Отправить комментарий

სახელი:   ირმა გვარი:   ბეგიაშვილი პროფესია:   პედაგოგი განათლება:   უმაღლესი დავამთავრე:   ქ.თბილისის   ს.ს.ორბელიანის სახელ...