ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე
ვახორციელებთ უამრავ გარემოსდაცვით აქტივობებს.
ორგანიზაცია ''ეკოხედვა'' – პროექტი – დავასუფთავოთ საქართველო CLEAN UP GEORGIA
საერთაშორისო სასკოლო პროექტი SPARE-ს. ქესალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის სამუშაო შეხვედრის ოქმი.
შეხვედრის ადგილი – ს.ქესალოს საჯარო სკოლა.
კრების ჩატარებიოს დრო – 2017წლის 19.03
კრებას ესწრებოდნენ ეკოკლუბის ინიციატორები – ი.ბეგიაშვილი, ლ.პეტრიაშვილი, მ.კურტანიძე და წევრი მოსწავლეები.
დღის წესრიგი:
1. კლუბის წევრთა ორგანიზებით მიიღება გადაწყვეტილება, დაერგოთ სკოლის მიმდებარეტერიტორიაზე მარადმწვანე ნარგავები.
2.ბავშვებმა მოისმინეს ი.ბეგიაშვილის მინი ლექცია: ''დავრგოთ რაც შეიძლება მეტი ხე"
3.ლ.პეტრიაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ მომავალში კავშიერი ჰქონოდათ საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან და მათი მხარდაჭერა მოეპოვებინათ.
კლუბის ბოლოს გადაწყვეტილება მიიღეს ეკოკლუბის წევრებმა, რომ მეორე დღეს დარგავდნენ მარადმწვანე ნარგავებს
გადაწყვეტილებას ყველამ მხარი დაუჭირა
კრების თავჯდომარე: მ.კურტანიძე 19.03.2017
როექტი დავასუფთაოთ საქართველო - CLEAN UP GEORGIA-ს მხარდაჭერით შექმნილი სოფ.ქესალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის მორიგი სამოშაო შეხვედრის ოქმი
თარიღი - 05.06.2017
კრების ჩატარების ადგილი - ს.ქესალოს საჯარო სკოლა
კრებას ესწრებოდნენ კოორდინატორები: ი.ბეგიაშვილი, ლ.პეტრიაშვილი და
მ.კურტანიძე '
დღის წესრიგი:
სახელმძღვანელოების გაცნობა შემდეგ თემებზე: 1.პოპულარული სახელმძღვანელო მყარი ნარჩენების მართვვის საკითხებზე
2.საპარაციის მეტოდის პოპულარიზაცია. 3.კომპოსტირების მეთოდის პოპულარიზაცია.
მოისმინეს ლექცია ''გარემოს დაბინძურება სახიფათო ნარჩენებით, მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და როგორ უნდა დახარისხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
დაიგეგმა დასუფთავების აქცია.
გამოითქვა მოსაზრება, რომ აქციაში მონაწიილეობას მიიღებდა მარტო სკოლის მოსწავლეები კი არა, მთელი სოფლის მოსახლეობა. გაწმენდილი იქნება ასევე სასკოლო ტერიტორია და ნარჩენები შორს იქნება გატანილი. (ამაზე უკვე გაფრთხილებულები არიან).
ბოლოს ეკოკლუბი ინიციატორმა მასწავლებლებმა მოუწოდეს სხვა პედაგოგებსაც, რომ ჩართულიყვნენ საერთო საქმეში. კრების თავჯდომარე - მ.კურტანიძე 05.06.2017
განაცხადის ფორმა
სახელი:
გვარი:
კლასი:
მისამართი:
საკონტაქტო ნომერი:
რატომ გინდათ ''ეკოკლუბში" გაწევრიანება?–
რას შეცვლი, როდესაც ''ეკოკლუბის" წევრი გახდები?–
კლუბის წესდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის,ქესალოს საჯარო სკოლის ეკო კლუბი "GREEN SPACE“ შეიქმნა 2017 წელს.
კლუბის დამფუძნებლები არიან სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები:ირმა ბეგიაშვილი, ლუიზა პეტრიაშვილი, მაია კურტანიძე.
კლუბმა შეიმუშავა წესდება რომლის თანახმადაც კლუბი აგრძელებს მუშაობას.
ს.ს.ი.პ გარდაბნის რ/ნ-ის ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკო კლუბ ,"green space"ზოგადი დებულება.
1.1 ეკო კლუბი green space მოსწავლეთა გაერთიანება,რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონი,,ზოგადი განათლების შესახებ" თავი II მუხლი 14-15-16, თავი X მუხლი 48-ე პუნქტის თანახმად.
1.2 კლუბი ,,GREEN SPACE" შეიქმნა საერთაშორისო სასკოლო პროექტის - SPARE (School Project for Application of Resources and Energy) ფარგლებში.
1.3 კლუბი აწევრიანებს ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.
1.4 კლუბი იმართება დამფუძნებელი საბჭოს მიერ.
1.5 კლუბი თანამშრომლობს მსგავსი მიზნებისა და ფუნქციების მქონესხვა გაერთიანებებთან.
კლუბის მიზნები:
2.1 კლუბი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აქტიური მოსწავლეების აღმოჩენას და მათიშემოქმედებითი უნარის განვითარებას სხვადასხვა ღონისძიებების სახით.
2.2 ჩაატაროს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები და პროექტები ადგილობრივითემისა და საზოგადოების სასარგებლოდ.
2.3 ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრებისა და ხელშეწყობას.
2.4 კონფერენციების,სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას,მოსწავლეთა ეკოლოგიურიცობიერების დონის ამაღლება გამოვლენისთვის.
კლუბის სტრუქტურა:
3.1 კლუბის მართვაში მონაწილეობს დამფუძნებელი საბჭო
3.2 კლუბი აერთიანებსმოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.მასში გაწევრიანება შეუძლიაVI-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს განცხადების საფუძველზე.
3.3 კლუბში ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხს აგებს კლუბის საზოგადაოებასთანურთიერთობის სამსახურის უფროსი.
დამფუძნებელი საბჭო:
4.1 დამბუძნებელი საბჭო შედგება 3 დამფუძნებლისგან და მისი შემადგენლობამუდმივია.
4.2 დამფუძნებელი საბჭო გეგმავს მომავალ ღონისძიებებს, უწევს მონოტორინგს კლუბისმუშაობას,მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.
4.3 დამფუძნებელ საბჭოს შეუძლია წესდებაში ცვლილებების შეტანა ამავე წესდების VII თავითგანსაზვრული წესით.
4.4 კლუბს აქვს საკუთარი ლოგო
კარგია..
ОтветитьУдалить