პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება
|
„ერს განსაზღვრავს მისი ისტორია“
ილია ჭავჭავაძის
პუბლიცისტ.წერილი „მე და ისტორია“
|
2.პროექტის ავტორი
|
ირმა ბეგიაშვილი
|
3.პრობლემების ანალიზი
|
ა)არის თუ არა იდენტური და აქტუალური ი.ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილში
დასმული საკითხი თანამედროვე საზოგადოებისათვის.
ბ)დღევანდელი თანამედროვე საზოგადოება ივიწყებს და ნაკლებად ინტერესდება
საქართველოს ისტორიით და კულტურული მემკვიდრეობით.
გ)მოსწავლეები შეიძენენ მეტ ინფორმაციას საქ-ლოს სხვადასხვა ეპოქის შესახებ,გაეცნობიან
მუზეუმში დაცულ ექსპონატებს,ნივთებს,მასალებს.გაუჩნდებათ საკუთარი დამოკიდებულებისა
და შეფასების უნარი.დაამუშავებენ მოპოვებულ ინფორმაციას.გაიაზრებენ ი.ჭავჭავაძის
პუბლიცისტური წერილის არსს და ჩასწვდებიან ავტორის იდეურ ჩანაფიქრს,რომ წარსული მკვიდრი
საძირკველია აწმყოსი.
|
4.პროექტის მიზანი
|
მოსწ. გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ისტორიის შესახებ.
აღეძვრებათ ინტერესი მუზეუმზე,როგორც კულტურული ფასეულობების წყაროზე.
მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას კულტურულ ფასეულობებთან ურთიერთობისას
და განუვითარდებათ შეფასების უნარი.
მოსწ. გაიაზრებენ და იმსჯელებენ,თუ რას იწვევს ისტორიის დავიწყება,რა
არის მიზეზი ამისა,რამ შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და რომ წარსული მკვიდრი
საძირკველია აწმყოსი.
|
5.პროექტის ამოცანები
|
ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
მეტი ინფორმაციის მიღება საქ-ლოს სხვადასხვა ეპოქის შესახებ და კულტურულ
მემკვიდრეობასთან ზიარება.
ი.ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილში წამოჭრილი პრობლემის დანახვა და ანალიზი.
|
6.მოსალოდნელი შედეგები
|
ესგ
მიმართულება:ტექსტის გაგება-გააზრება.
მოსწ.უნდა შეძლოს
ქართ.საბ.1.ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის
ამოცნობა-გააზრება.
ქართ.საბ.4.ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით.
მიმართულება:ცოდნისა და იდეების გაზიარება
მოსწ.უნდა შეძლოს
ქართ.საბ.7.საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება,ტექსტის
მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება.
მოსწ.გაეცნობიან საქ-ლოს ისტორიას და გააცოცხლებენ ისტორიულ ექსპონატებს.განუვითარდებათ
კვლევითი უნარ-ჩვევები,გაეზრდებათ მოტივაცია საქ-ლოს ისტორიის შესწავლისადმი და მივლენ
იმ დასკვნამდე,რომ „ერს განსაღვრავს მისი ისტორია“.შექმნიან ბუკლეტებს ისტორიული
გმირების შესახებ.
|
7.მიზნობრივი ჯგუფი
|
მე-8 კლასი
|
8.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები
|
1.ამოცანა- ძველი და ილიას დროინდელი ეპოქის გაცნობა.
. საქმიანობა: წავიყვან ექსკურსიაზე საქ-ლოს ეროვნულ მუზეუმში.მოისმენენ
ისტორიას სხვადასხვა ეპოქის შესახებ, გააკეთებენ ჩანაწერებს და დაახარისხებენ.დახატავენ
ნანახ ნივთებს და მოაწყობენ გამოფენას.
დრო- 1 კვირა.
2. ამოცანა- ი.ჭავჭავაძის „ერი და ისტორია“ პრობლემის დანახვა და გადაჭრის
გზების ძიება.
საქმიანობა: „ჩვენ და ისტორია“-
დისკუსია დებატებით.
როგორ ფიქრობთ,არის თუ არა თქვენი თაობის ცხოვრება ისტორიის შემადგენელი
ნაწილი?
რატომ ადარებს ილია ისტორიას ტაძარს? დრო- 2 დღე.
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კარგი
9-10
|
საშუალო
7-8
|
სუსტი
5-6
|
1.მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და დახარისხება.
|
|||
2.მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაგება-გააზრება.
|
|||
3.მოსწავლე იღებს მონაწილეობას
დისკუსიაში,მსჯელობს და ადეკვატურად გამოაქვს დასკვნა.
|
|||
რეფლექსია
მე-8 კლასში განვახორციელე პროექტი -„ერს განსაზღვრავს
მისი ისტორია“ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური
წერილის „მე და ისტორია“ მიხედვით.
გადავწყვიტეთ მოგვეწყო ექსკურსია საქართველოს ეროვნულ
მუზეუმში.
პროექტის „ერს განსაზღვრავს მისი ისტორია“ მიზანი იყო
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ღირებულებითი დამოკიდებულება ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის
მიმართ,დაინახონ კავშირი ისტორიულ-კულტურულ ეპოქებს შორის და დაეხმაროს თანამედროვე
კულტურის გააზრებაში,შეიძინონ მეტი ინფორმაცია და გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს ისტორიის
შესახებ.გაიაზრონ და ჩასწვდნენ ი.ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილის არსს და იდეურ ჩანაფიქრს,რომ
წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი.
პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა მიაღწიეს დასახულ
მიზნებს და გავიდნენ შედეგზე.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის,რომ მათ შეძლეს მოსმენილი
ინფორმაციის გამოყენება და დახარისხება,შექმნეს ბუკლეტები ისტორიული გმირების შესახებ,
გააცოცხლეს მუზეუმის სხვადასხვა ექსპონატები და მოაწყვეს გამოფენა. კულტურულ ფასეულობებთან
უთიერთობისას მათ შეძლეს საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და განუვითარდათ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემისა და შეფასების
უნარი.
მიმაჩნია,რომ საუკეთესო იყო და საინტერესოდ წარიმართა
დისკუსია,რომლის საშუალებითაც გაანალიზეს,იმსჯელეს და ჩასწვდნენ ილიას პუბლიცისტურ
წერილში დასმულ საკითხს, იპოვეს პრობლემის გადაჭრის გზები და მივიდნენ დასკვნამდე,რომ
ისტორიის ცოდნა აუცილებელია და,რომ წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი.
პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით,ცვლილება არ მომხდარა.
მომეწონა პროექტი
ОтветитьУдалить