რესურსის სახელწოდება: „დიდი წიგნი“
საგანი: ქართული,როგორც
მეორე ენა
კლასი: I-II
რესურსის გამოყენების
ინსტრუქცია:
წიგნს ვდებთ სადგარზე
საკლასო ოთახის შუაში ისე, რომ თვალსაჩინო იყოს ყველა მოსწავლისათვის.მასწავლებელი
კითხვის დროს ხელს მიაყოლებს სიტყვებს,თან აჩვენებს სტრიქონიდან სტრიქონზე გადასვლის
მიმართულებას.“დიდი წიგნის“ გამოყენება ეფექტურია საჩვენებელი/სამოდელო და ერთობლივი
კითხვის ვარიაციების განხორციელებისას.
ამ რესურსით ვმუშაობთ
მთელ კლასთან,როგორც წინასაანბანო,ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლებისას,ასევე
ანბანის შემდგომ პერიოდშიც.
1-ლ ფაზაში მასწავლებელი
სვამს კითხვებს ილუსტრაციების შესახებ: რას ხედავენ სურათებზე, სად არიან, რას აკეთებენ
პერსონაჟები და სხვა. ახალი ლექსიკის ასათვისებლად კი აცნობს იმ საგნების მნიშვნელობას,
რომლებიც ვერ დაასახელეს მოსწავლეებმა.
მე-2 ფაზაში მასწავლებელი
ატარებს სამოდელო კითხვის აქტივობასა და ასევე ერთობლივი კითხვის ვარიაცებს.
მე-3 ფაზაში მასწავლებელი
სვამს ტექსტის გაგებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს; ამოწმებს ლექსიკის ცოდნასა და შეკითხვებით
ეხმარება მოსწავლეებს ილუსტრაციების აღწერაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий